ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას გუნდის წევრი დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს

02:37, 09.08.2020
FILE PHOTO: Maria Kolesnikova, a representative of Belarusian politician Viktor Babariko's campaign office attends a rally held by supporters of Svetlana Tikhanouskaya, a candidate in the upcoming presidential election and President Alexander Lukashenko's main challenger, in Minsk, Belarus August 6, 2020. REUTERS/Vasily Fedosenko

​ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას გუნდის წევრი მარია კოლესნიკოვა დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სამართალდამცველების განმარტებით, იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით შეცდომა მოხდა.

მარია კოლესნიკოვა თავდაპირველად ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო კამპანიის წევრი იყო, რომელიც კანდიდატურის წამოყენების შემდეგ დააპატიმრეს. შემდეგ მარია კოლესნიკოვამ მხარდაჭერა სვეტლანა ციხანოვსკაია გამოუცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს იმართება.

მსგავსი