არსებული ინფორმაციით, ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერ აქციაზე 63 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა
არსებული ინფორმაციით, ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერ აქციაზე 63 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა

ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

უფლებადამცველების თქმით, აქციაზე 63 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა თავად სვეტლანა ტიხანოვსკაიაც და ბელარუსის მოქმედ მთავრობას მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაში რუსული კერძო სამხედროების დაკავების ფაქტი ერთმანეთს არ დაუკავშირონ.

„რომელი რევოლუცია, ჩვენ სამართლიანი არჩევნები გვინდა, რატომ უწყობთ პროვოკაციებს საკუთარ ერს? ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები გვინდა“, – განაცხადა აქციაზე ტიხანოვსკაიამ.

​ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსეთის მოქალაქეების დაკავების შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მეგობრობის პარკი, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა, რკინის ბარიერებით იყო შემოღობილი.