ბელარუსში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს
ბელარუსში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს

ბელარუსში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვას და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაში დადანაშაულებული სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ.

ბელარუსული მედიის ცნობით, ე.წ. გმირების მარშზე ადამიანები ქალაქის სხვადახვა უბნებიდან იკრიბებიან. ვრცელდება ცნობები, რომ დემონსტრანტების ნაწილს აკავებენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 250 ადამიანი, რომელთაც მანიფესტაციების და შეკრებების შესახებ კანონის დარღვევაში სდებენ ბრალს.

მინსკის გარდა, საპროტესტო აქციები იმართება ბელარუსის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ვიტებსკში, ბრესტში, გროდნოში.