ბელარუსში „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან

ბელარუსში „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან.

ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „tut.by”-ი ავრცელებს.

მანამდე მომიტინგეები ქარხნის ეზოში იყვნენ შეკრებილნი. სხვადასხვა ცნობით, მსვლელობაში 5 000 ადამიანი მონაწილეობს.

გაფიცულებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, ესენია: ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, „არალეგიტუმური პრეზიდენტის“ გადაყენება, ახალი არჩევნების გამართვა, ასევე ძალადობის შეწყვეტა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომიტინგეთა კოლონას შეურეთდა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ექსდეპუტატი მარია კოლესნიკოვა. როგორც ბელარუსის მედია იუწყება, საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. დემოსნტრანტების მოთხოვენები იგივეა.