ბელარუსში მე-19 საუკუნის ხის ტაძარი დაიწვა
ბელარუსში მე-19 საუკუნის ხის ტაძარი დაიწვა

ბელარუსში მე-19 საუკუნის ხის ტაძარი დაიწვა. შემთხვევა ვიტებსკის ოლქში მოხდა. ინფორმაციას ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლი 17 აპრილს წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკურ ტაძარში გაჩნდა.

ტაძარი 1896 წელსაა აგებული, თუმცა ის 30 წლის განმავლობაში დახურული იყო. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის სახურავი და დაზიანდა კედლებიც.

მომხდარის მიზეზად საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდევრობა დაასახელეს. კერძოდ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განადგურების დროს უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული და ცეცხლი ტაძარს მოედო.