ბელარუსში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 40 ათასს გადაცდა, აქედან 17 390 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა
ბელარუსში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბელარუსში სულ „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 40 764 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 17 390 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 224 ინფიცირებული გარდაიცვალა.