ბელარუსში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 40 ათასს გადაცდა, აქედან 17 390 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა

20:22, 29.05.2020

ბელარუსში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელარუსში სულ „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 40 764 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 17 390 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 224 ინფიცირებული გარდაიცვალა.

მსგავსი