ბელარუსში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაიმართება
ბელარუსში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაიმართება

ბელარუსში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაიმართება. ზიგმარ გაბრიელი მინსკში 17 ნოემბერს ჩავა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბელარუსში 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდება.

ბელარუს კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ბელარუსსა და ევროკავშირს შორის დიალოგის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო აქტუალურ თემებზე იქნება საუბარი.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინსკის XV ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.