ბელარუსში ​სადღესასწაულო ფოიერვერკის დროს მომხდარი აფეთქებების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს
ბელარუსში ​სადღესასწაულო ფოიერვერკის დროს მომხდარი აფეთქებების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

ბელარუსში 3 ივლისის სადღესასწაულო ფოიერვერკის დროს მომხდარი აფეთქებების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის ორ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს.

დაკავებულები რუსული კომპანიის „პიროროსის“ თანამშრომლები არიან. მათ ბრალი წაუყენეს პიროტექნიკასთან გაუფრთხილებლობით მოპყრობაში, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ბრალდებულებს 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც ბელარუსში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, დიპლომატიური მისია დაკავებულების საკონსულო დახმარების აღმოჩენად განაგრძობს.

3 ივლისს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის დროს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. როგორც მოგვიანებით ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი უხარისხო პიროტექნიკა გახდა

. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ ფოიერვერკის დანადგარები რუსული კომპანია „პირო-როსისგან“ შეიძინეს.