ბელარუსმა „დიდ სლემზე" ახალი ისტორია დაწერა - აშშ-ის ღიას მეოთხე დღე
ბელარუსმა „დიდ სლემზე" ახალი ისტორია დაწერა - აშშ-ის ღიას მეოთხე დღე

ამერიკის ღია პირველობაზე ოთხი სათამაშო დღე იყო და ქალთა ტურნირზე სამი დიდი სენსაცია მოხდა. პირველ დღეს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა წააგო, მესამე დღეს – ესპანელმა გარბინე მუგურუსამ, მეოთხე დღეს კი ტურნირს გამოეთიშა მეორე ნომერი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი.

სკანდინავიელს შანსი არ ჰქონდა უკრაინელი ლესია ცურენკოს წინააღმდეგ. ვოზნიაცკიმ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ექვსი “ვინერსი” შეასრულა და 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ, უკრაინელმა 6:4, 6:2 გაიმარჯვა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში TOP10-ის მეორე ჩოგბურთელს მოუგო – მანამდე, უინსტონ-სალემის ტურნირზე გარბინე მუგურუსას აჯობა.

ქალთა ტურნირზე მეორე რაუნდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ბელარუსი ჩოგბურთელების ტრიუმფი. პირველად ისტორიაში, ბელარუსს “დიდი სლემის” 1/16 ფინალში სამი წარმომადგენლები ეყოლება – არინა საბალენკა, ალექსანდრა სასნოვიჩი და ვიქტორია აზარენკა.

ქალები
II წრე
კერბერი (გერ, 4)-ლარსონი (შვედ) 6:2, 5:7, 6:4
კვიტოვა (ჩეხ, 5)-ი. ვანგი (ჩინ) 7:5, 6:3
გარსია (საფ, 6)-პუიგი (პ-რიკო) 6:2, 1:6, 6:4
ოსტაპენკო (ლატ, 10)-თაუნსენდი (აშშ) 4:6, 6:3, 6:4
სასნოვიჩი (ბლრ)-კასატკინა (რუს, 11) 6:2, 7:6(3)
ბერტენსი (ჰოლ, 13)-დი ლორენცო (აშშ) 6:2, 6:1
კისი (აშშ, 14)-პერა (აშშ) 6:4, 6:1
ოსაკა (იაპ, 20)-გლუშკო (ისრ) 6:2, 6:0
შარაპოვა (რუს, 22)-კირსტეა (რუმ) 6:2, 7:5
საბალენკა (ბლრ, 26)-ზვონარევა (რუს) 6:3, 7:6(7)
ციბულკოვა (სლოვაკ, 29)-ჰსიე (ტაივ) 7:6(3), 4:6, 6:4
სუარეს ნავარო (ესპ, 30)-მლადენოვიჩი (საფ) 6:1, 4:6, 6:4
კრუნიჩი (სერ)-ფლიპკენსი (ბელ) 6:1, 6:3
ვონდროუშოვა (ჩეხ)-ბუშარი (კან) 6:4, 6:3
სინიაკოვა (ჩეხ)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 6:3, 6:7(3), 7:6(4)
ცურენკო (უკრ)-ვოზნიაცკი (დან, 2) 6:4, 6:2

1/16 ფინალში ითამაშებენ
კანეპი (ესტ)-პეტერსონი (შვედ)
ს. უილიამსი (აშშ, 17)-ვ. უილიამსი (აშშ, 16)
მუხოვა (ჩეხ)-ბარტი (ავსტრა, 18)
კენინი (აშშ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 8)
სტივენსი (აშშ, 3)-აზარენკა (ბლრ)
სტრიკოვა (ჩეხ, 23)-მერტენსი (ბელ, 15)
მაკაროვა (რუს)-სევასტოვა (ლატ, 19)
კ. ვანგი (ჩინ)-სვიტოლინა (უკრ, 7)
გარსია (საფ, 6)-სუარეს ნავარო (ესპ, 30)
შარაპოვა (რუს, 22)-ოსტაპენკო (ლატ, 10)
კისი (აშშ, 14)-კრუნიჩი (სერ)
ციბულკოვა (სლოვაკ, 29)-კერბერი (გერ, 4)
კვიტოვა (ჩეხ, 5)-საბალენკა (ბლრ, 26)
ოსაკა (იაპ, 20)-სასნოვიჩი (ბლრ)
ბერტენსი (ჰოლ, 13)-ვონდროუშოვა (ჩეხ)
სინიაკოვა (ჩეხ)-ცურენკო (უკრ)