ბელარუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებზე უარი განაცხადა
ბელარუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებზე უარი განაცხადა

ბელარუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებზე უარი თქვა. როგორც მინსკში განაცხადეს, ამის მიზეზი ფონდის მიერ რეფორმების განხორციელებისთვის დაწესებულ ვადებზე შეუთანხმებლობა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„როგორც ბელარუსის მთავრობის მეთაურმა თქვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვდა, რომ რეფორმები იმაზე უფრო მოკლე ვადაში განხორციელდეს, ვიდრე ეს მანამდე მთავრობასთან იყო შეთანხმებული. ეს კი პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, მოსახლეობისთვის „შოკისმომგვრელი“ იყოს“, – განაცხადა ბელარუსის ფინანსთა მინისტრმა, მაქსიმ ერმალოვიჩმა.

მაქსიმ ერმალოვიჩის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ბელარუსი ორი მილიონი დოლარის ღირებულების სუვერენული ობლიგაციების გატანას რუსეთისა და ჩინეთის ლოკალურ ბაზრებზე გეგმავს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2019 წელს ბელარუსი ევროობლიგაციების განთავსებას არ აპირებს.

 

დატოვე კომენტარი