ბელარუსმა პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბრესტთან, დედაქალაქ მინსკთან და ჩრდილო-აღმოსავლეთ ვიტებსკის რეგიონში სამხედრო სწავლება დაიწყო

10:20, 08.09.2022

ბელარუსმა პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბრესტთან, დედაქალაქ მინსკთან და ჩრდილო-აღმოსავლეთ ვიტებსკის რეგიონში სამხედრო სწავლება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედრო სწავლება 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, წვრთნის დროს შეიარაღებული ძალები ივარჯიშებენ „მტრის მიერ დროებით დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებაზე და სასაზღვრო რეგიონებზე კონტროლის აღდგენაზე“.

სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მანევრებში ჩართულნი არიან იმ რაოდენობის სამხედროები და ტექნიკა, რომელიც ეუთო-ს პრინციპების თანახმად, არ საჭიროებდა წინასწარ შეტყობინებას.

მსგავსი