ბელარუსმა ლიეტუვას სვეტლანა ციხანოვსკაიას გადაცემის მოთხოვნით მიმართა, რაზეც ვილნიუსიდან კატეგორიული უარი მიიღეს
ბელარუსმა ლიეტუვას სვეტლანა ციხანოვსკაიას გადაცემის მოთხოვნით მიმართა, რაზეც ვილნიუსიდან კატეგორიული უარი მიიღეს

ბელარუსმა ლიეტუვას ოპოზიციონერ სვეტლანა ციხანოვსკაიას გადაცემის მოთხოვნით მიმართა, რაზეც ვილნიუსში კატეგორიული უარი განაცხადეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბელარუსის პროკურატურის მოთხოვნას არც კი განიხილავს.

„უფრო დიდი შანსია, ჯოჯოხეთი გაიყინოს, ვიდრე ჩვენ ეს მოთხოვნა განვიხილოთ“ – განაცხადა გაბრიელუს ლანდსბერგისმა.

მინსკში ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას და მის მოკავშირეებს ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში სდებენ ბრალს.