ბელარუსმა ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმება შეაჩერა
ბელარუსმა ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმება შეაჩერა

ბელარუსმა ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმება შეაჩერა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს.

რეადმისიის შეთანხმების შეჩერების შესახებ დოკუმენტი ბელარუსის პარლამენტმა მიიღო, რის შედეგად ის რესპუბლიკის საბჭომ დაამტკიცა.

რეადმისიის შეთანხმება ევროკავშირსა და ბელარუსს შორის 2020 წლის იანვარში გაფორმდა. დოკუმენტი ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალური გზით შესული პირების უკან დაბრუნების მექანიზმს განსაზღვრავს.

მინსკის მიერ შეთანხმების შეჩერება ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის ფონზე მოხდა. ბრიუსელი მინსკს ბელარუსის ტერიტორიის გავლით ევროკავშირში მიგრანტების უკანონო გადასვლის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.