ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ბელარუსის წინასწარი დაკავების იზოლატორში საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

თავად გარდაცვლილის დედის თქმით კი, მის შვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ის კი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ფურგონში ჰყავდათ დატყვევებული.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელეტი. მისი თქმით, ანგარიშები ცხადყოფს, რომ პოლიციამ დემონსტრაციების დროს ძალას გადაამეტა.

მასობრივი დაკავების შედეგად საპატიმროებში 6000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან.