ბელარუსის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ლიტვის სპეცსამსახურებს აგრესიულ მოქმედებაში ადანაშაულებს
ბელარუსის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ლიტვის სპეცსამსახურებს აგრესიულ მოქმედებაში ადანაშაულებს

ბელარუსის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ვაკულჩიკი ლიტვის სპეცსამსახურებს აგრესიულ მოქმედებაში ადანაშაულებს.

„გაოცებას იწვევს ლიტვის სპეცსამსახურების მუშაობის აგრესიული მეთოდები, მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციები, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში წარსულში დარჩა. ამაზე შეიძლებოდა არც გვესაუბრა, ამ პროვოკაციების ობიექტები ჩვენი მოქალაქეები რომ არ გამხდარიყვნენ, რომლების ლიტვაში ტურისტული თუ სამსახურებრივი ვიზიტებით ჩადიან“, – აღნიშნა ვალერი ვაკულჩიკმა.

ბელარუსის უშიშროების ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი მიუღებელი ქმედება კავშირების გაძლიერებას აფერხებს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ბელარუსის ტრანზიტი ლიტვის ბიუჯეტს არსებითად ავსებს.

დატოვე კომენტარი