ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი არმია ოპერატიულ-ტაქტიკურ წვრთნებს იწყებს
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი არმია ოპერატიულ-ტაქტიკურ წვრთნებს იწყებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი არმია ოპერატიულ-ტაქტიკურ წვრთნებს იწყებს. წვრთნები, რომლებიც 9-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ბელარუსის და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 185-ე საბრძოლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდება.

წვრთნების დროს იგეგმება საბრძოლო ცეცხლის გამოყენებაც.

რუსეთის ტერიტორიაზე ბელარუსი ჯარისკაცების გადაყვანა სარკინიგზო და საჰაერო გზებით იგეგმება.

„წვრთნებში ჩართული იქნება პერსონალი და შეიარაღება, სამხედრო და სპეცტექნიკა საავიაციო სამხედრო ნაწილებიდან, საჰაერო თავდაცვის ჯარებიდან და რადიოტექნიკური ჯარებიდან, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულება „ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის“ საბრძოლო ეკიპაჟები“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.