ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღმოჩენილია „სამალავები“, სადაც დემონსტრანტები სარებს, მათრახებსა და საბურავებს ინახავდნენ
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღმოჩენილია „სამალავები“, სადაც დემონსტრანტები სარებს, მათრახებსა და საბურავებს ინახავდნენ

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღმოჩენილია „სამალავები“, სადაც დემონსტრანტები სარებს, მათრახებს და საბურავებს ინახავდნენ. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის თავდაცვის სამინისტოს იდეოლოგიური სამმართველოს უფროსმა, ლეონიდ კასინსკიმ ტელეკომპანია „ო-ენ-ტეს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნივთები, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციებზე უნდა გამოეყენებინათ.

კასინსკის განცხადებით, „სამალავები“ სამხედროებმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების დროს აღმოაჩინეს. სხვა დეტალები მას არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში უკვე 20 დღეზე მეტია საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლის მონაწილეების საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.