ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მასშტაბური შემოწმების დაწყების შესახებ განაცხადა
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მასშტაბური შემოწმების დაწყების შესახებ განაცხადა.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარსარდლის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მითითებით იქნა მიღებული.
„ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოსაყვანად, კონკრეტულ რაიონებში მათ გადასაყვანად და ბრძანების შესაბამისად დავალებების შესასრულებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინსპექციის მონიტორინგზე პასუხისმგებელია ბელარუსის უშიშროების საბჭოს სამდივნო. ადრე მსგავსი წვრთნები მეზობელ რუსეთში სამხედრო აქტივობის გაძლიერების პერიოდებში ან რუს ჯარებთან ერთობლივი მანევრების დროს ტარდებოდა.