ბელარუსის თავდაცვის მინისტრი - ევროპის თავდაცვის გაძლიერებისა და სხვადასხვა სახის ფსევდოთავდაცვითი წვრთნების საფარქვეშ ნატო-ს ქვეყნები ჯავშნის მუშტს ქმნიან, ცხადია, არა თავდაცვისთვის
ევროპის თავდაცვის გაძლიერებისა და სხვადასხვა სახის ფსევდოთავდაცვითი წვრთნების საფარქვეშ ნატო-ს ქვეყნები ჯავშნის მუშტს ქმნიან, ცხადია, არა თავდაცვისთვის, – ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა განაცხადა.
ბელარუსის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სასაზღვრო ზონაში ნატო-ს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს სადაზვერვო საქმიანობა და რეგიონში სამხედრო ძალების რაოდენობა იზრდება.
„ჩვენს საზღვრებთან მასშტაბური შეტევითი წვრთნები ტარდება და, ამავდროულად, იზრდება სამხედრო ბიუჯეტები. უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისა და ევროპის მასში სულ უფრო მეტად ჩათრევის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სამშვიდობო ინიციატივები საბოტაჟის ქვეშ არის“, – განაცხადა ვიქტორ ხრენინმა.