ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მინსკში აქციების 125 მონაწილე დააკავეს
ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მინსკში აქციების 125 მონაწილე დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინსკში აქციების 125 მონაწილე დააკავეს. ეს ადგილობრივი დროით, 16:00 საათის მონაცემებია.

როგოროც უწყებაში განმარტეს, დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. მათ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობას ედავებიან.

შეგახსენებთ, ამჟამად, ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ბელარუსის პრეზიდენტის სასახლესთანაა შეკრებილი. მოქალაქეები სკანდირებენ – წადი!. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარი. ასევე სპეცტექნიკა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები უკვე 22 დღეა გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.