ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის ქვეყანაში 26 ოქტომბერს 581 ადამიანი დააკავეს
ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის ქვეყანაში 26 ოქტომბერს 581 ადამიანი დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ოქტომბერს ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის 581 ადამიანი დააკავეს.

უწყების მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა გზების გადაკეტვა სცადეს და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

26 ოქტომბერს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტეტსო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ოპოზიციის მიერ პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

როგორც ადგილობრივი მედია უფლებადამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, მინსკის გარდა, დემონსტრანტები დააკავეს ბრესტში, ვიტებსკში, გომელსა და სხვა ადგილებში.

დატოვე კომენტარი