ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა ლიეტუვას საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყეს

19:05, 17.08.2020

ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა ლიეტუვას საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, წვრთნებში ჩართულია სარაკეტო შეიარაღებული ძალები და არტილერია. მანევრებს ჩაატარებენ სატანკო და მექანიზებული ბრიგადები.

სამინისტროში იუწყებიან, რომ ბელარუსის 103-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა სასაზღვრო სამსახურთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების უსაფრთხოების გაძლიერებაში გაივლის წვრთნას.

მსგავსი