ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

ბელარუსში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მანამდე, ქვეყანაში მთელი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მოქალაქეები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში უკრაინის მსგავსად „მაიდანს“ არ დაუშვებს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მეექვსედ მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

პრეზიდენტობისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.