ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიეტუვისა და პოლონეთის საელჩოებში დიპლომატიური პერსონალი უნდა შემცირდეს
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიეტუვისა და პოლონეთის საელჩოებში დიპლომატიური პერსონალი უნდა შემცირდეს

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიეტუვისა და პოლონეთის საელჩოებში დიპლომატიური პერსონალის შემცირება აუცილებლად უნდა მოხდეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანატოლი გლაზმა განაცხადა. ინფორმაციას „ბელტა“ ავრცელებს.

„​ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი უკვე დიდი ხანია, პოლიტიკაში გადაეშვა და ზოგიერთი დიპლომატიური მიმართვის ფორმები და ტერმინები გადაავიწყდა. მათი მნიშვნელობის განმარტება ჩვენთვის სულაც არ არის რთული. ჩვენ მიერ წარდგენილი შეთავაზება ბელარუსის ექსკლუზიური სუვერენული უფლებაა და არავინ არ არის ვალდებული და არც არავინ აპირებს ეს ლიეტუვასთან განიხილოს. თუ დიპლომატიურ კაზუსს გვერდს ავუვლით, ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის მოწოდებების შესრულება აუცილებელია“, – განაცხადა გლაზმა.