ბელარუსის საგარეო უწყება უცხოელ პარტნიორებთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
ბელარუსის საგარეო უწყება უცხოელ პარტნიორებთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე უცხოელ პარტნიორებთან ობიექტური დიალოგისთვის მზადაა.

ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკკეიმ შვეიცარიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარისას განაცხადა.

ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა მოლაპარაკების დროს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი აქტუალური საკითხები განიხილეს.