ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად ამ მიმართულებით გამოძიება არ მიმდინარეობს. ეს განცხადება მიხაილ ვავულომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ამ დროისთვის პოლიციის უკანონო ქმედების არც ერთი ფაქტი დაფიქსირებულა “, – განაცხადა მიხაილ ვავულომ.

განხილვის დროს ბრიტანეთმა, დანიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვეიცარიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის მთავრობას დაკავებულების გათავისუფლებისკენ და წამების შესახებ ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ღრმად ვართ შეშფოთებულები ბელარუსის ხალხის მიმართ მიმდინარე ძალადობის და , დაშინების ფაქტებისა და რეპრესიების გამო“, –  განაცხადა ენდრიუ ბრემბერგმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ოპოზიცია.