ბელარუსის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო მსვლელობები მიმდინარეობს
ბელარუსის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო მსვლელობები მიმდინარეობს

ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში ანტისამთავრობო მსვლელობები მიმდინარეობს. სოლიდარობის აქცია მინსკში, გროდნოსა და სხვა ქალაქებში ტარდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში დილიდან სპეციალური ტექნიკა შენიშნეს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.