ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ვიდეომიმართვას ავრცელებს
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ვიდეომიმართვას ავრცელებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელმაც გუშინ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო და მასზე გავლენა არ მოუხდენიათ არც საარჩევნო შტაბიდან, არც მეგობრებსა და არც თავად მის მეუღლეს, სერგეი ციხანოვსკის.

მისი თქმით, ის არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა სახის არჩევანზე იყო საქმე, თუმცა აღნიშნავს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოხლე არ ღირს იმად, რაც ახლა ხდება.

„ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვნები არიან ჩვენს ცხოვრებაში“, – აცხადებს ციხანოვსკაია.

ბელარუსის ოპოზიციონერ კანდიდატთან დაკავშირება გუშინდელი დღიდან ვერ ხერდებოდა. ის ტელეფონს მას შემდეგ არ პასუხობდა, რაც ცესკო-ში არჩევნების შედეგები გაასაჩივრა. ბელარუსში მეორე დღეა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.