ბელარუსის პრეზიდენტი ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს არ დაესწრება
ბელარუსის პრეზიდენტი ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს არ დაესწრება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 24 ნოემბერს, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბელარუსის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი უხელმძღვანელებს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსალეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, მინსკი ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებულია. კერძოდ, ბიზნესის წარმოების პირობების გამარტივების კუთხით. „ამასთან, ბელარუსის მიზანს არ წარმოადგენს ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პატრნიორობას განიხილავს როგორც არაპოლიტიზირებული ურთიერთქმედების განვითარების ინსტრუმენტს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მთავარ განსახილველ საკითხებს ჰიბრიდული საფრთხეები და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე განიხილება დნესტრიპირეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და ანექსირებულ ყირიმში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ვითარების გაუარესების საკითხები.