ბელარუსის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების 313 მონაწილე დააკავა
ბელარუსის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების 313 მონაწილე დააკავა

ბელარუსის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების 313 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელრუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბელარუსის მედია წერს, რომ აქციის მონაწილეების მოძრაობის შეფერხება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში მოხდა.

ქვეყნის დედაქალაქ მინსკში დემონსტრანტები ჯგუფებად სხვადასხვა რაიონში შეიკრიბენ და სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხეს. ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში ათასობით დემონსტრანტმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა მოითხოვა. ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ გამწვავდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.