ბელარუსის ოპოციზიის ლიდერ მარია კოლესნიკოვას ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია გადასცეს
ბელარუსის ოპოციზიის ლიდერ მარია კოლესნიკოვას ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია გადასცეს. კოლესნიკოვა ამჟამად დაპატიმრებულია.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აცხადებენ, კოლესნიკოვამ „ნამდვილი სიმამაცის მაგალითი აჩვენა და საქმე საკუთარი უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენა“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჰაველის პრემია კოლესნიკოვას ნაცვლად, მისმა დამ ტატიანა ხომიჩმა მიიღო.
ჩეხი დრამატურგის, ესეისტის, დისიდენტისა და ანტიკომუნისტი პოლიტიკოსის ვაცლავ ჰაველის პრემია 2013 წელს დააწესეს. მისი ლაურეატები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და ადამიანები ხდებიან.
შეგახსენებთ, მინსკის საოლქო სასამართლომ კოლესნიკოვას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება არაკოსნტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა და ექსტრემისტული დაჯგუფების ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა.
2020 წელს Amnesty International-მა კოლესნიკოვა „სინდისის პატიმრად“ აღიარა.