ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. კოლესნიკოვასა და მისი თანამებრძოლის მაქსიმ ზნაკის განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე გამოუტანეს. ზნაკს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კოლესნოკვას და ზნაკს ბრალად ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარისშემცველი ქმედებებისკენ მოწოდება და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა წაუყენეს. ასეთი ქმედებებისთვის მაქსიმალური სასჯელი 12 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

საქმის გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში კოლესნიკოვასა და ზნაკის მიმართ წაყენებული ბრალდება არ გასაჯაროებულა. საგამოძიებო ჯგუფი მხოლოდ იმ ინფორმაციას ამჟღავნებდა, რასაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. ადვოკატებს კი გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს.

მარია კოლესნიკოვა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა შარშან ზაფხულში ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებში, 2020 წლის 9 სექტემბერს დააკავეს, როდესაც მან ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა. მან განაჩენის მოლოდინში ციხეში თითქმის ერთი წელი გაატარა.