ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი მიხაილ მარხელი - ასეთ თამაშებს მიჩვეულები არ ვართ, დაძაბულობა არის
ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი მიხაილ მარხელი - ასეთ თამაშებს მიჩვეულები არ ვართ, დაძაბულობა არის

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო გუნდთან ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრამდე „დინამო-არენასმედიადარბაზში პრესკონფრენეცია გამართა.

„ბუნებრივია, გარკვეული დაძაბულობა არის. ასეთ თამაშებს არ ვართ შეჩვეულები. ეს ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, ფსონები დიდია და მღელვარება იგრძნობა. ერთი შეხვედრაა და ასეთ დროს ყველაფერი შესაძლებელია. გვესმის, რომ ფავორიტად არ ვითვლებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ,“ – ამბობს მიხაილ მარხელი.

მან გუნდების შანსებზეც ილაპარაკა:

„ერთა ლიგის პლეი ოფი ერთმატჩიანი დაპირისპირებაა და ასეთ დროს ყველაფერი შესაძლებელია. გვესმის, რომ ხვალ ფავორიტად არ ვითვლებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“.

მიხაილ მარხელმა უარყოფითი პასუხი გასცა კითხვაზე, ხომ არ დაურეკა მატჩამდე ბელარუსის პრეზიდენტმა:

„ლუკაშენკომ? არანაირი ზარები არ ყოფილა. თავადაც მშვენივრად გვესმის ამ მატჩის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ გვაკისრია“.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ითამაშებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.