პრესკონფერენცია | ვლადიმირ ვაისი - ჩაკვეტაძე არ ითამაშებს, ბელარუსი კარგი გუნდია, შანსები 50/50-ზეა
პრესკონფერენცია | ვლადიმირ ვაისი - ჩაკვეტაძე არ ითამაშებს, ბელარუსი კარგი გუნდია, შანსები 50/50-ზეა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრამდე „დინამო-არენასმედიადარბაზში პრესკონფრენეცია გამართა.

„ბელარუსის ნაკრებმა ჩვენსავით მოიგო ერთა ლიგის ჯგუფი. გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, საინტერესო ახალგაზრდებიც ჰყავთ – მარტინოვიჩი კარგი მცველია, ახალგაზრდა ლისაკოვიჩი ნიჭიერი თავდამსმხელია. ორივე ძლიერ გუნდში თამაშობს, ზოგადად, კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც სტანდარტულებს ხარისხიანად ასრულებს. შანსი კი 50/50-ზეა,“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გიორგი ჩაკვეტაზეც გააკეთა:

„სამწუხაროდ, ბელარუსთან ჩაკვეტაძის გარეშე ვითამაშებთ. ბელგიიდან ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. ბოლო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ხვალისთვის მზად არაა“.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ითამაშებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.