ბელარუსის ნაკრების კაპიტანი - ვისურვებდი, საქართველოსთან უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ
ბელარუსის ნაკრების კაპიტანი - ვისურვებდი, საქართველოსთან უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ

ბელარუსის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ალექსანდრე მარტინოვიჩმა ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსთან მატჩამდე კომენტარი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან გააკეთა და გუნდის ბოლოდოინდელ პრობლემებზეც ილაპარაკა.

„ბოლო შეხვედრაში, სტუმრად ყაზახეთთან  მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. უპირველესად, ეს საქართველოსთან ძალიან საპასუხისმგებლო მატჩამდე დადებითი ემოციური ფონის შესაქმნელად იყო საჭირო,“ – ამბობს მარტინოვიჩი.

ბელარუსის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა იმაზეც ილაპარაკა, რა შეიძლება გაუმჯობესდეს საქართველოსთან თამაშამდე და გუნდი 8 ოქტომბრის შეხვედრას ოპტიმალურ ფორმაში როგორ უნდა შეხვდეს.

„რაც შეეხება ოპტიმალურ მდგომარეობას – აქ დიდი კითხვებია, რადგან საქართველოსთან მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ სამი დღე გვექნება. ეს, სავარაუდოდ, საკლუბო მატჩების შემდეგ მოხდება. აქ მთავარია, ძალებს რამდენად დროულად აღვიდგენთ. და თუ თამაშზე ვსაუბრობთ, მსურს, რომ უფრო დაჯერებული გამოვიდეთ საკუთარ თავში, გუნდის შესაძლებლობებში და პარტნიორებში. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში დადებითი შედეგი ნამდვილად გვექნება,” – განაცხადა მარტინოვიჩმა.