ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ფინეთში ქვეყნის საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

11:51, 21.08.2026

ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ფინეთში ქვეყნის საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბელარუსის მინისტრთა საბჭოს 20 აგვისტოთი დათარიღებულ და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ტურჩინის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ფინეთში ბელარუსის საელჩო პირველი სექტემბრიდან დაიხურება.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია ფინურ მედიას დაუდასტურა. ამასთან, ბელარუსის საელჩო ჰელსინკიში მდებარეობს და აკრედიტებულია დანიაშიც, ეს კი ნიშნავს, რომ ბელარუსის წარმომადგენლობა დანიაშიც დაიხურება.

ჰელსინკიში ბელარუსის საელჩოს დახურვის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

ამასთან, ბელარუსული ოპოზიციური მედიის ცნობით, ოფიციალური მინსკი უკვე გარკვეული პერიოდია, რაც საელჩოების ქსელის „ოპტიმიზაციას ახდენს“.

მსგავსი