ბელარუსის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა „რადიკალების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა
ბელარუსის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა „რადიკალების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა

ბელარუსის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა „რადიკალების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ჩხრეკა და დაკავებები უკავშირდება „ახალგაზრდების გადაბირების მცდელობას, რომელთაც მასობრივ არეულობებსა და ტერაქტებში მონაწილეობისთვის ამზადებენ“.

როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილთა უმრავლესობა სხვადასხვა ონლაინჩატსა თუ ტელეგრმარხში მიმდინარე დისკუსიების მონაწილეა. როგორც ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, ახლა მიმდინარეობს თითოეული ადამიანის გადამოწმება.

აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს ბელარუსის ხელისუფლებამ დაბლოკა ინტერნეტ პორტალი „ნაშა ნივა“. დალუქეს მედიასაშუალების ოფისი, ხოლო მთავარი რედაქტორისა და რამდენიმე თანამშრომლის ბინები გაჩხრიკეს. ჩხრეკა ჩატარდა კიდევ რამდენიმე მედიასაშუალების ოფისშიც. რეგიონებში დაკითხეს და დააკავეს რამდენიმე ჟურნალისტი.

ბელარუსის „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ექსტრემიზმთან ბრძოლის საბაბით დამოუკიდებელი მედიის განადგურებას ცდილობს.