ბელარუსის ხელისუფლება „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების წევრების უკრაინასა და რუსეთში ექსტრადიციას გეგმავს
ბელარუსის ხელისუფლება „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების წევრების უკრაინასა და რუსეთში ექსტრადიციას გეგმავს

ბელარუსის ხელისუფლება „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების წევრების უკრაინასა და რუსეთში ექსტრადიციას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა განაცხადა, რომელმაც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

უკრაინელი ჟურნალისტი ამბობს, რომ ლუკაშენკოსთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსის ლიდერს იმ პირების გადაცემა სთხოვა, რომლებიც დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. გორდონი ამბობს, რომ საპასუხოდ ლუკაშენკო ზელენსკის პროკურატურასა და სხვა სამართალდამცველ ორგანოებში „მწვანე შუქს“ დაჰპირდა და თქვა, რომ შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ დამნაშავეების გადასაცემად როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაჯგუფების 33 წევრის დაკავების შესახებ ბელარუსში 29 ივლისს განაცხადეს. მინსკში ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის ჩავიდნენ. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.