ბელარუსის ინფორმაციის მინისტრი - მოქალაქეები მავნე ინფორმაციისგან უნდა დავიცვათ
ბელარუსის ინფორმაციის მინისტრი - მოქალაქეები მავნე ინფორმაციისგან უნდა დავიცვათ

ბელარუსის ინფორმაციის მინისტრის, იგორ ლუცკის თქმით, მოქალაქეები „მავნე ინფორმაციისგან“ უნდა დაიცვან.

„ჩვენი სამინისტროს სტრატეგიული მიზანი იქნება მედიასაშუალებების ქმედებების კორექტირება, რათა მათ მიიღონ სრული ინფორმაცია სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ და ამასთან, დაცულები იყვნენ იმ ინფორმაციისგან, რომელიც სახელმწიფოს ვნებს“, – განაცხადა იგორ ლუცკიმ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებგვერდზე ბელარუსში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.

„შეიძლება, ვინმეს ეს უვნებლად ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ძალიან სერიოზულად აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ბელარუსის განვითარებაზე“, – განაცხადა ბელარუსის ინფორმაციის მინისტრმა.

ლუცკის თქმით, სახელმწიფო მედიასაშუალებების მიზანია, „დაანგრიოს ეს ციფრული ხმაური“ და „ხალხს ქვეყენაში მიმდინარე მოვლენებზე მკაფიო, გასაგები და მართალი ინფორმაცია მიაწოდონ“.