ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება
ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება

ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tut.by ავრცელებს.

მინსშკი ავტომობილების მძღოლების ნაწილმა ავტოპროტესტი მოაწყო. ჩელიუსკინელების პარკთან თეთრებში ჩაცმული ქალები შეიკრიბენენ, რომლებსაც ხელში ყვავილები ეჭირათ. სოლიდარობის აქცია გაიმართა ბელარუსის ტელეკომპანიასთანაც.

ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე სოლიდარობის აქციას შეურთდნენ მინსკის პირველი საავადმყოფოს ექიმები და ფილარმონიის თანამშრომლებიც.

„შესაძლოა, სამსახურიდან გაგავათავისუფლონ, მაგრამ განზე არ გავდგებით“, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.

სამართლიანი არჩევენების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართეს ბელარუსის საავტომობილო ქარხნის თანამშრომლებმა.