ბელარუსის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ბელარუსის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ბელარუსის დედაქალაქში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დაკავებული ბლოგერის, სერგეი ციხანოვსკის მეუღლეს, სვეტალანა ციხანოვსკიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ სცადა, ციხანოვსკაიას მომხრეებისთვის მიტინგის ჩატარებაში ხელი შეეშალა. ოპოზიციონერი კანდიდატის მიერ აქციის ჩასატარებლად შერჩეული ადგილები დაკავებული აღმოჩნდა, რადგან მთავრობა საზეიმო ღონისძიებას ატარებდა. მიუხედავად ამისა, ციხანოვსკაიას მხარდამჭერებმა შეკრება მაინც შეძლეს.

პოლიციამ დააკავა დიჯეი, რომელმაც მიტინგზე ვიქტორ ცოის სიმღერა, „ცვლილებები“ ჩართო.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.