ბელარუსის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართლდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს

16:33, 11.10.2020

ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, სამართლდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ანტისამთავრობო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, არჩევნების შედეგს ოპოზიცია არ აღიარებს და ქვეყნის მაშტაბით პერიოდულად აქციებს მართავს.

მსგავსი