ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,05 პროცენტი შეადგინა
ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,05 პროცენტი შეადგინა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,05% შეადგინა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. წინასწარი ოფიციალური შედეგები ადგილობრივი დროით 02:00 საათისთვის უნდა გამოქვეყნდეს.

ნაციონალური ეგზიტპოლის მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80 პროცენტმა მისცა ხმას, მის მთავარ მეტოქეს სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 6,8%-მა დაუჭირა მხარი.
ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატი იყრიდა კენჭს.

საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების დევნაში სდებენ ბრალს.