ბელარუსიდან გადასული მიგრანტების შესაკავებლად ლიეტუვა საზღვარზე ბარიერს ააშენებს
ბელარუსიდან გადასული მიგრანტების შესაკავებლად ლიეტუვა საზღვარზე ბარიერს ააშენებს

ბელარუსიდან გადასული მიგრანტების შესაკავებლად ლიეტუვა საზღვარზე ბარიერს ააშენებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა. მისი თქმით, საზღვარზე პატრულირებისთვის განთავსდება არმიაც.

როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული ზომების განხორციელების გადაწყვეტილება ლიეტუვის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსმა ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ლიეტუვასთან საზღვრის გადაკვეთა დაუშვა.

„ჩვენ დავიწყებთ ლიეტუვისა და ბელარუსის გამყოფი დამატებითი ფიზიკური ბარიერის შენებას, რომელიც იქნება კონკრეტული ნიშანი და შემაკავებელი არალეგალური მიგრაციის ორგანიზატორებისთვის“, – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ პრესკონფერენციაზე.