ბელარუსი ტურისტი აცხადებს, რომ ბათუმში მისი უფლებები დაარღვიეს და პოლიციას გენინსპექციაში უჩივის
ბელარუსი ტურისტი აცხადებს, რომ ბათუმში მისი უფლებები დაარღვიეს და პოლიციას გენინსპექციაში უჩივის

ბელარუსი ტურისტი პაველ კირილოვი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებას გენინსპექციაში უჩივის. პაველ კირილოვი ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, ზებრა გადასასვლელთან ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა გზა არ დაუთმო, როდესაც მან პროტესტი გამოხატა, მძღოლმა მას სცემა. ადგილზე პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებელი მივიდა, თუმცა, დაზარალებულის განცხადებით, გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტმა გენინსპექციაში დარეკა.

ბელარუსის მოქალაქე ამტკიცებს, რომ სასწრაფო დახმარებით სარგებლობის საშუალება არ მისცეს, მოგვიანებით კი, პოლიციის მეორე განყოფილებაში გადაიყვანეს და მისი უფლებები იქაც დაარღვიეს.

„საავადმყოფოში მითხრეს, რომ არაფერი მჭირდა. ვუთხარი, რომ განძრევა არ შემეძლო, თუმცა ძალის გამოყენებით მაინც გადამიყვანეს პოლიციის მეორე განყოფილებაში, სადაც კიდევ ერთხელ დაარღვიეს ჩემი უფლებები და ამის შესახებაც ვაცნობე გენერალურ ინსპექციას“, – აცხადებს ტურისტი.

პაველ კირილოვი თბილისში სამი წელია ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ბათუმში ის დასასვენებლად იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, პარალელურ რეჟიმში კი, ბელარუსის მოქალაქის პრეტენზიებთან დაკავშირებით საქმეს გენერალური ინსპექციაც სწავლობს.