ბელარუსი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც რუსეთისგან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს

16:14, 25.08.2020

ბელარუსი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც რუსეთისგან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ წერს.

„ბელტას“ ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას რუსული ვაქცინის ცდების მესამე ეტაპზე ისაუბრეს.

ასევე, ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცდების დასრულების შემდეგ რუსეთის გარეთ ბელარუსი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც რუსეთის ფედერაციაში წარმოებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა ექნებათ.

მსგავსი