ბელარუსი მესაზღვრეების განცხადებით, სასაზღვრო ზონაში პოლონელი სამხედროები შურდულებით ლითონის ბურთებს ესვრიან
ბელარუსი მესაზღვრეების განცხადებით, სასაზღვრო ზონაში პოლონელი სამხედროები შურდულებით ლითონის ბურთებს ესვრიან

ბელარუსის მესაზღვრეების განცხადებით, სასაზღვრო ზონაში პოლონელი სამხედროები შურდულებით ლითონის ბურთებს ესვრიან. ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა „უკანონო ქმედებები“ ქალაქ ბრესტის მახლობლად მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან განახორციელეს.

„უსაფრთხოების ძალებმა ასევე სცადეს ბელარუსი მესაზღვრეების დაბრმავება სტრობოსკოპიული განათებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია შეიარაღებული პირი, რომელიც კამერისკენ შუქს ანათებს. 10 აპრილს, პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ ბელორუსის ოფიციალური პირები „ქვების სროლაში“ და „ლაზერების“ გამოყენებაში დაადანაშაულა პოლონეთის პატრულირების წინააღმდეგ, როდესაც მიგრანტების ჯგუფი ცდილობდა ქვეყანაში შესვლას.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ბელარუსის მხარის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე. იყო ბევრი მინიშნება იმისა, რომ ბოლო თვეებში ბელარუსის სამსახურების მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი ინფორმაცია მანიპულაცია იყო. სასაზღვრო დაცვის ოფიცრებს არც წუხელ და არც ახლახანს არც ერთი გასროლა არ გაუკეთებიათ და არც შურდულის ტიპის იარაღები გამოუყენებიათ, ჩვენს აღჭურვილობაში ასეთი არ გვაქვს“, – განაცხადეს პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურში.