ბელარუსი ჟურნალისტის, ჰანა ლიუბაკოვას ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო სამ დღეში ორჯერ დააზიანეს რკინიგზა, საიდანაც უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკა შედის
ბელარუსი ჟურნალისტის, ჰანა ლიუბაკოვას ინფორმაციით, ბელარუსში „სარკინიგზო ომი“ გრძელდება – ბოლო სამ დღეში ორჯერ დააზიანეს რკინიგზა, საიდანაც უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკა შედის.
ბელარუსი ჟურნალისტი წერს, რომ ინციდენტებთან დაკავშირებით ბელარუსის ხელისუფლებამ რკინიგზის ოთხი თანამშრომელი დააკავა, სხვა თანამშრომლების ბინები კი გაჩხრიკეს.
გავრცელებული ცნობით, რკინიგზის თანამშრომლები დაკითხვაზე იყვნენ დაბარებული. მანამდე, ბელარუსის ოპოზიციის აქტივისტებმა მოსახლეობას რკინიგზის მუშაობის შეფერხებისკენ მოუწოდეს.
ბელარუსის რკინიგზა უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიის ნაწილების მომარაგების ერთ-ერთი გზა.
#Belarus Two accidents in 3 days. The “rail war” on the Belarusian railway continues. But if you think it doesn’t have any consequences, you are wrong. At least 4 employees have been arrested. Other employees’ apartments have been searched, they’ve been interrogated pic.twitter.com/Kx3WNGNiln
— Hanna Liubakova (@HannaLiubakova) March 28, 2022