ბელარუს აქტივისტს, რომელმაც სასამართლო დარბაზში თვითმკვლელობა სცადა, 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ბელარუს აქტივისტს, რომელმაც სასამართლო დარბაზში თვითმკვლელობა სცადა, 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მინსკის სასამრთლომ, აქტივისტი სტეპან ლატიპოვი სამოქალაქო წესრიგის დარღვევისთვის, მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და თაღლითობისთვის დამნაშავედ ცნო და 8,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მინსკის სასამართლომ ლატიპოვს 8 700 ბალარუსული რუბლის (დაახლოებით 3 000 ევრო) ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრა. ბელარუსი აქტივისტი ბრალს არ აღიარებს და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

41 წლის სტეპან ლატიპოვი გასულ წელს საკუთარი სახლის ეზოში მასობრივი არეულობების მოწყობის, თაღლითობისა და საპროტესტო ონლაინ ჩატის შექმნის ბრალდებით დააკავეს.

ლატიპოვმა 1 ივნისს თვითმკვლელობა სცადა. მან საკუთარ თავს თვითდაზიანებები პირდაპირ სასამართლო დარბაზში მიაყენა. აქტივისტის ახლობლების განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობა მილიციის მხრიდან წამებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი იყო, რასაც თან ერთვოდა ოჯახის წევრების დაკავების მუქარაც.

დატოვე კომენტარი